სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების
თავი V მუხლი N31 თანახმად ფაკულტეტზე სამაგისტრო პროგრამის
გახსნის წინაპირობაა მინიმუმ 5 სტუდენტის ჩარიცხვა
სამაგისტრო პროგრამის დასახელება: ციფრული მედია და ინოვაციები
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ჟურნალისტიკის მაგისტრი
დადგენილების ნომერი №476575 (დანართი №304)
პროგრამის განმახორციელებელი ერთეული: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის მიმართულება
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი ნათია კუპრაშვილი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჭალაგანიძე, ბსუ ასოცირებული პროფესორი ინგა შამილიშვილი
სწავლების ენა: ქართული
სწავლების ხანგრძლივობა: 4 სემესტრი
პროგრამის მოცულობა: ECTS 120 კრედიტი
სავალდებულო სასწავლო კურსები - 75 ECTS კრედიტი
სამაგისტრო ნაშრომი - 30 ECTS კრედიტი
არჩევითი სასწავლო კურსები -15 ECTS კრედიტი
პროგრამის მიზანია:
სტუდენტს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ციფრული მედიის ფუქნციონირების, მართვის უახლესი ტრენდების, შინაარსის მომზადების ინოვაციური მიდგომებისა და გავრცელების თანამედროვე ტექნოლოგიების შესახებ;
გამოარჩიოს და განავითაროს ციფრული ჟურნალისტიკა, როგორც სიმართლის მოძიებისა და გავრცელების დარგი მასობრივი კომუნიკაციის დიგიტალურ სამყაროში;
აკადემიური კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის დაცვით შეძენილი ცოდნისა და უნარების გამოყენება საზოგადოებრივი და დარგის პრობლემების გადაჭრისთვის.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობად განსაზღვრულია ნებისმიერი სპეციალობის ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობა;
- საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
- უცხო ენის2;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა ან წერილობითი გამოცდის ჩაბარება);
- წერითი გამოცდა სპეციალობაში3
სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე „ციფრული მედია და ინოვაციები“ შესაძლებელია შიდა ან/და გარე მობილობის ფარგლებში გადმოყვანის წესით ჩარიცხვა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეების პროგრამაზე ჩარიცხვა.
საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტი:
აანალიზებს და იყენებს ციფრულ მედიაპლატფორმებთან მუშაობის სტრატეგიებს, გაერთიანებული რედაქციის მუშაობის საფუძვლებსა და მულტიმედია მასალების დაგეგმვისა და ეტაპობრივი გაშუქების სპეციფიკას; ციფრული მედიის საქმიანობისთვის საჭირო პროფესიული ეთიკისა და სამართლის ნორმებს;
2. აცნობიერებს ინოვაციური მარკეტინგული და მენეჯერული მიდგომების როლს ციფრული მედიასაწარმოს ფუნქციონირების ეფექტურობისა და კონკურენტუნარიანობისთვის;
3. მსჯელობს ციფრული მედიის თვითრეგულირებისა და რეგულირების პრაქტიკაზე საქართველოსა და მსოფლიოში, კიბერჰიგიენის საფუძვლებსა და უსაფრთხოების ძირითად სტანდარტებზე.
4. ინტერპრეტირებს მედიამენეჯმენტის ძირითად საკითხებზე, თანამშრომლების (გუნდის) ამოცანების ინოვაციური გზით დაგეგმვასა და შესრულების ინსტრუმენტებზე; მსჯელობს სხვადასხვა სამართლებრივი ფორმისა და მიმართულების მედია საშუალების ორგანიზაციული მოწყობაზე, მართვის საკითხებსა და ინოვაციური მედია მენეჯმენტის მთავარი ინსტრუმენტებზე; გეგმავს, ასრულებს, განსაზღვრავს, აფასებს შეძენილი ცოდნისადმი განსხვავებულ, ალტერნატიულ მიდგომებს.
5. აცნობიერებს აკადემიური კეთილსინდიერების დაცვისა და პლაგიატთან ბრძოლის საჭიროებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობას და მნიშვნელობას ჟურნალისტიკაში, ჟურნალისტური საქმიანობის ზოგადთეორიულ საფუძვლებს.
6. არგუმენტირებულად წარმოადგენს და განმარტავს საკუთარ მოსაზრებებს დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე როგორც წერილობითი, ისე ზეპირად; აანალიზებს ციფრულ კონტენტს და მონაცემებს;
მოიძიებს და ამუშავებს დარგის საკითხებზე საჭირო ინფორმაციას; არჩევს სხვადასხვა ადრესატისთვის განსხვავებული სტილსა და სამეცნიერო ნაშრომის არქიტექტონიკას, აანალიზებს სხვადასხვა მედიაპლატფორმაზე არსებულ ციფრულ მედია პროდუქტს, იყენებს ციფრული ,,სთორითელინგის“ მეთოდებს ჟურნალისტურ საქმიანობაში;
7. გეგმავს ინტერნეტ - მედიაპროექტებს კომუნიკაციის სტრატეგიებს და აანალიზებს ინტერნეტმედიისთვის შექმნილი ჟურნალისტური მასალების აუდიტორიის მონაცემებს, აანალიზებს მედიასისტემების როლს
დემოკრატიზაციისა და საზოგადოების განვითარების პროცესში; ქმნის, იღებს და ამონტაჟებს მულტიპლატფორმებისთვის მედიური ნაწარმოებებსა და პრაქტიკაში იყენებს მულტიმედიური თხრობის უნარს;
8. როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდთან ერთად გეგმავს ტრანსმედიურ პროექტებს, მონაწილეობს დარგთან დაკავშირებულ დისკუსიებსა და დებატებში;
9. ახორციელებს აკადემიურ/პროფესიულ კონტექსტში უახლეს მიღწევებზე დამყარებული ციფრულ მონაცემთა კვლევით და პრაქტიკულ პროექტებს, ეთიკური და სამართლებრივი ნორმების დაცვითა
და პროფესიული სტანდარტის გამოყენებით რედაქციის მართვას და ადაპტირდება ახალი სტრატეგიული მიდგომების მეშვეობით;
10. ქმნის წარმატებული მარკეტინგულ სტრატეგიებს ციფრული მედიისთვის და პასუხისმგებლობას იღებს კოლეგების საქმიანობასა და პროფესიულ განვითარებაზე.
სამაგისტრო კურსის დასრულების შემდეგ მაგისტრს აქვს შესაძლებლობა დასაქმდეს:
- სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში, სადაც ციფრული მედიისა და მულტიმედიური ჟურნალისტიკის კვლევითი და პრაქტიკული უნარები განსაკუთრებულად მოთხოვნადია;
- ყველა ტიპის მედია და საინფორმაციო სამსახურში;
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში;
- ანალიტიკურ-საკონსულტაციო სააგენტოებში;
- მედიისა და კომუნიკაციების კვლევით ორგანიზაციებში;
- მედიამონიტორინგის კომპანიებში;
- სახელმწიფო ორგანიზაციებში;
- არასამთავრობო ორგანიზაციებში;
- კერძო სექტორში.